შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოფიციალურად და კანონიერად წილხვდომილები რომ ვართ გავიგე, მაგრამ რატომ 12 მაისი?"- ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38257 
 12 მაისი 2019

"რესპუბიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ოფიციალურად და კანონიერად წილხვდომილები რომ ვართ გავიგე, მაგრამ რა ვერ გავიგე და რატომ 12 მაისი?

საერთოდ ყველა რელიგიური დღესასწაულის თარიღი რაღაც კონკრეტულ ხდომილებას, რაღაც ფაქტს აღნიშნავს. წილხვდომილება, რადენადაც მე ვიცი, ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მოციქულებმა დაინაწილეს ადგილები, სადაც მათ უნდა ექადაგათ და რომელი ქვეყანაც რომელ მოციქულს შეხვდა, ისაა მისი წილხვდომილი. არსებობს ხალხური (არა კანონიკური) გადმოცემა, რომ საქართველოს ტერიტორია ერგო ღვთისმშობელს და ღვთისმშობლის წილხვედრიც ამიტომ ვართ.

ჰოდა, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, რანაირად მიება ეს ამბავი? ამ დღეს მოხდა ეს წილისყრა თუ პარლამენტმა მიიჩნია, რომ ანდრია პირველწოდებული რომ შემოვიდა, ღვთისმშობელს მასზე ჰქონდა თავისი უფლებამოსილებები დელეგირებული?

მართლა მაინტერესებს, არ ვღადაობ. რამე განმარტებითი ბარათის მაგვარი არ მოაყოლეს ამ დადგენილებას? "- წერს ზურაბიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია