შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძლიერ ქალს მოლოდინი არ სჭირდება...ის ცხოვრობს ახლა და აქ..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38261 
 12 მაისი 2019

გულის სიღრმეში ყველა ქალს სურს, რომ ისე მოაჯადოოს საყვარელი მამაკაცი, სამუდამოდ თავისთან დაიტოვოს. ყველა ქალს სურს ისეთი სასურველი იყოს, ვერ დათმონ, ვერ მიატოვონ, ვერ გაუშვან…. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ რა ატმოსფეროს ქმნიან ირგვლივ.

როგორც ყვავილები იხრებიან მზისკენ, ადამიანებიც ისე ვართ მოწყობილნი, თავისუფლებისკენ, სითბოსა და პატივისცემისკენ ვილტვით და შესაბამისად, გავურბივართ სიცივეს, დაძაბულობასა და უპირატესობის დამტკიცების მცდელობას.

მთავარი ატმოსფეროა, თქვენი ყოფნით შექმნილი ატმოსფერო. სწორედ ატმოსფერო გვიპყრობს და გვიზიდავს. როგორია თქვენთან ყოფნა? სად ხართ მაშინ, როდესაც თქვენს მამაკაცთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენში ამ წუთებში?

ატმოსფეროს ვერბალურად ვერ შექმნით. არ არის სავალდებულო საუბარი, რომ ადამიანებმა თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაიგონ. რით ხართ სავსე, ამას დუმილითაც იგრძნობენ.

და მერე გადაწყვეტენ: გაიქცნენ, თუ დარჩნენ.

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების". თქვენ წარმოიდგინეთ და ხანდახან სიტყვის უთქმელადაც.

ამას ვერ გაითამაშებ. კურსები, სადაც სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის მანერებს ასწავლიან, მხოლოდ მას შემდეგ დაგეხმარებათ, რაც შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ.

ადამიანები სიმშვიდეს დაეძებენ! აი, რა უნდა იცოდეს ქალმა, რომლისგანაც მამაკაცები გარბიან, რომელსაც სურს, მამაკაცებს სურვილი ჰქონდეთ მასთან დარჩენის.

ატმოსფეროს შექმნის საიდუმლო კი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარი შინაგანი სიმშვიდე გადასცეს მას, ვინც გვერდით ჰყავს.

მამაკაცს სიმსუბუქე სჭირდება, რომ თავისი მიზნებისკენ იაროს. ქალის სიმძიმეს და დაძაბულობას აღიქვამს როგორც ტვირთს, რომელიც უნდა ჩამოიფერთხოს, თუკი ფრენა სურს.

ქალს, რომელიც შინაგან სიმშვიდეს ფლობს, სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები სჩვევია. ის შუშის თოჯინა არ გახლავთ. ცხოვრობს ახლა და აქ.

მას მოლოდინები არ სჭირდება. მოლოდინებს დაძაბულობამდე მივყავართ, სხვებზე დამოკიდებულებამდე. "აბა, როდის უნდა მოვიდეს პრინცი, მომართვას ბროლის ქოშები და მიხსნას საკუთარი თავისგან?"

არადა, პრინცი მოდის, თუმცა მოლოდინების საბურველში გახვეულ დაძაბულ ატმოსფეროში მძიმეწონიან ბიურგერად იქცევა, რომელსაც ტროფეის აღება არ ძალუძს თავისი პრინცესისთვის.

პრინცესა კი იმედგაცრუებულია: აჰ, სად მქონდა თვალები?

ძვირფასო, შენ თავად მოწამლე შენი ბიჭი და ახლა აღშფოთებული ხარ! როგორ არ გრცხვენია? იყავი ცოტა ხანს მარტოდ, რამე ისწავლე!

როგორ ფიქრობ, რატომ ტოვებენ პერიოდულად ქალებს მარტოდ? იმიტომ, რომ იქ, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი, საკუთარ ბავშვურ შიშებში გაერკვეს.

და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზრდასრულ, დამოუკიდებელ ქალად იქცევა დაიწყოს ცხოვრებისეული მოგზაურობა. მამაკაცები კი თავად დაემგზავრებიან. ძალდატანების გარეშე.

ნამდვილ მამაკაცებს, რომელთაც რაღაცის მიღწევა შეუძლიათ - "პრინცებს, მეფობის პოტენციალით" - ზრდასრული, დამოუკიდებელი ქალი სჭირდებათ გვერდით, რომელთაც იციან დამოუკიდებლად სიარული, იციან საკუთარი თავის ფასი და მას არ "ეკიდებიან", არ ამძიმებენ, არ უშლიან ხელს წინსვლაში, "ახალი მიწების დაპყრობაში".

მოდით, ახლა ეს ყველაფერი მარტივ ლოგიკურ ჯაჭვად ჩამოვწეროთ ქალებისთვის, რომელთაც სურთ, ღირსეული მამაკაცი ჰყავდეთ და იმდენად სასურველები იყვნენ, ამ მამაკაცს სამუდამოდ მასთან დარჩენა სურდეს.

  • დარჩით მარტოდ
  • გაერკვიეთ საკუთარ შიშებში, თქვენი დაძაბულობის მიზეზებში
  • აივსეთ საკუთარი თავის სიყვარულით
  • მოიპოვეთ სულიერი სიმშვიდე
  • გამოდით საზოგადოებაში
  • აკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ
  • იყავით აქ და ახლა და მთელი არსებით ჩაერთეთ იმაში, რასაც აკეთებთ
  • შექმენით თქვენ ირგვლივ მშვიდი და მსუბუქი ატმოსფერო
  • პატივი ეცით მის სურვილებს და საჭიროებებს
  • შეინარჩუნეთ საკუთარი თავის პატივისცემა და იცოდეთ თქვენი თავის ფასი
  • არ დაივიწყოთ თქვენი უმთავრესი მიზანი - სულიერი სიმშვიდე
  • გაუშვით მამაკაცი საკუთარ მიზნებთან შესახვედრად მოგზაურობაში
  • ისწავლეთ მარტოობით ტკბობა

და დარწმუნებული იყავით, დიდი ხნით ვერავინ დაგთმობთ. ტკბობის ობიექტი არასოდეს უფასურდება!


მარკ იფრაიმო

ფსიქოლოგი, კონსულტანტი

intermedia.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია