შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როცა ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38303 
 14 მაისი 2019

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“დაახლოება ეკლესიასთან, მიმაჩნია რომ ეს არის ახალი პოლიტიკური სტრატეგია, როგორიც პრეზიდენტის არჩევნების დროს სტრატეგია იყო, ურჩია ეტყობა ვინმემ რომ ანტინაცობა, მიშა საშინელია და ყველა ბუჩქის უკან ნაციონალია ასეთი სტრატეგია ჰქონდათ. ეხლაც ეტყობა ვინმემ მოიფიქრა წინა საარჩევნოდ 1 წლით ადრე, მიდის აქტიური დარღვევა, სეკულარიზმის ფუნდამენტური პრინციპის, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვიზიარებ მართლმადიდებლობის ფასეულობას და ძალიან მადარდებს პოლიტიკის, ასე ჩახუტება მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ვხედავ აქ საშუალებას, რომ გაკოტრებული პოლიტიკური ძალისთვის სათავისოდ იყოს გამოყენებული ეს ავტორიტეტი. აქ განსაკუთრებულ დანაშაულად მიმაჩნია წილხვდომობაზეგ ადარიცხული ფულის საკითხი. ქვეყანაში შიმშილობს და საკმარისი საკვები არ აქვს ყოველ მეხუთე ბავშვს, ყველა კორპუსში არის ბავშვი რომელსაც არ აქვს საკმარისი საკვები.

იმ სისულელეში რომ დასვენების დღე მეორედ დასვენების დღედ გამოცხადდეს და რაღაც ბროშურები დაიბეჭდოს, ამაში როგორ შეიძლებოდა დაახლოებით მილიონი ლარის დახარჯვა, ეს არის დანაშაული” –  განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისთვის მთავრობამ 694 600 ლარი გამოყო

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია