შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მამაკაცი აცხადებს, რომ 2000 ლარი ჩაკეტილი მანქანიდან მოჰპარეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30713 
 15 მაისი 2019
თელავში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი აცხადებს, რომ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2000 ლარამდე თანხა მოჰპარეს.
როგორც ამ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებში მომუშავე პერსონალი ამბობს, მამაკაცმა მათ უთხრა, რომ ფული ჩაკეტილი მანქანიდან აიღეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდაცველები.

speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია