შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"„ზამთარი იგი“-ოზურგეთის თეატრში ხვალ პრემიერაა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38865 
 10 ივნისი 2019

11 ივნისს, 19 საათზე, ოზურგეთის თეატრი მორიგ პრემიერას მართავს. სანამ ოზურგეთის თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თეატრის დასი ინტენსიურად მუშაობს. ევროული საგასტროლო ტურნედან დაბრუნებული თეატრი მაყურებელს მსახიობისდა რეჟისორის, კახა გოგიძის ახალ სპექტაკლსზამთარი იგისთავაზობს. პტუშკინას ნაწარმოებისსანამ ის კვდებოდაინსცენირების ავტორი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია.

კახა გოგიძე, რეჟისორი, მსახიობი: „დაახლოებით ერთი წლის წინ დაიგეგმა ოზურგეთის თეატრში ამ პროექტისგანხორციელება. ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის მოწვევით ვმუშაობ პტუშკინას პიესის მიხედვითსანამ ის კვდებოდა“. ეს ამბავი გადმოაქართულა, ჩვენს რეალობას და სცენას მოარგო ავთანდილ ვარსიმაშვილმა. სპექტაკლიზამთარი იგისაინტერესო, სახალისო ამბავია, სიტუაცია კომედიურია. დგას სიმარტოვის პრობლემა, რომელიც არ არის გადმოცემული ტრაგიკულ-დრამატული ელფერით. აქ სხვა და სხვა ადამიანი ერთიანდება ერთი ადამიანის გარშემო და როგორც ეტყობა, სამომავლოდაც ერთად იქნებიან.

შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ მთლად ქართული ამბავი ეს არაა, მაგრამ ამაზე უფრო სასაცილო და საინტერესო ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში. პიესა კარგად არის ადაპტირებული და მორგებული ჩვენს რეალობას.“

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი კახა გოგიძეა, მხატვარი გია გვიჩია, რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაიშვილი. როლებს ასრულებენ ოზურგეთის თეატრის მსახიობები:   ბელა კიკვაძე, თეა კეჭაყმაძე, ზვიად ჯორბენაძე, შორენა სიხარულიძე (თეატრის სტუდიელი).

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია