შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ნაცმოძრაობას” რევოლუციის მოწყობის თავი არ აქვს- ირაკლი კობახიძე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38905 
 11 ივნისი 2019

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა კითხვაზე – გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან რევოლუციის გზით იყოს გაშვებული?

“ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ რევოლუციაზე, “ნაციონალები” პირველ რიგში. შეგიძლიათ ამოიღოთ 2016, 2017, 2018, 2019 წლების განცხადებები წინასაარჩევნოდ თუ პოსტსაარჩევნოდ. მუდმივად მიდის საუბრები რევოლუციაზე, თუმცა მათ რომ არ აქვთ არანაირი რევოლუციის თავი ეს დადასტურდა ამ წლების განმავლობაში და მეორე მიზეზია მნიშვნელოვანი. რაც ფიქსირდება განწყობა, ეს არის რეალური. ეს რომ არ იყოს რეალური, მაშინ ექნებოდათ რევოლუციის მოწყობის თავი. სწორედ იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ძალა დისკრედიტირებულია და მათი საარჩევნო განწყობის რესურსი შეზღუდულია სწორედ ამიტომ ვერ აწყობენ ვერანაირ რევოლუციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა