შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39995 
 10 ივლისი 2019

მთავრობა მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, ხოლო ახლების მშენებლობის გარანტად სახელმწიფო დადგება.

როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და ხელისუფლების ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით, მცირე სასტუმროებისთვის სესხების პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება, ხოლო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტიმიენიჭება ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს.

,,ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბრისას განხილული იყო სხვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს, რათა ტურიზმის ბიზნესისთვის შესაძლო ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.

მათ შორისაა აგრესიული მარკეტინგული კამპანია ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდისთვის. ამავდროულად, გაკეთდება ყველაფერი ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია