შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციას შეეძლო კანონის ინიცირება და აღარ შემოვუშვებდით გავრილოვს- გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39769 
 11 ივლისი 2019

სერგეი გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში წამყვანის შეკითხვას, რატომ მოხდა დუმის დეპუტატის საქართველოში შემოშვება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ საპარლამენტო ოპოზიციას ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხზე, 2-3 თვის განმავლობაში საკანონდებლო ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ, რითაც გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლა აიკრძალებოდა.

„როდესაც საუბრობთ გავრილოვის შემოშვებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ამ დელეგაციაში იყო რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, რომლებიც ჩვენ არ შემოვუშვით. გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით. თუ ვინმეს, მათ შორის ოპოზიციას, ესეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს ამაზე, მათ შეეძლოთ 2-3 თვის განმავლობაში დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონზე და ეთქვათ, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოუშვათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება