შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა- სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივლისი 2019

თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისინტერვიუს.

როგორც სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილიაცხადებს, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასგადაეფარა და ფაქტობრივად აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა.

„ის რა თქმა უნდა, ცდილობს თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში. იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს, მაგრამ ამავე დროს, ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს, რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება, სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვმართებს ახლა როგორც არასდროს, გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა.

საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, აღარ აქვს ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასაკარგი დრო, საქართველო არის ძალიან დიდი პერსპექტივის ქვეყანა, საქართველო ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს, ძალიან სწრაფად წავა წინ თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენგანის შვილების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნებია ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ოლიგარქი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია