შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ფასების მომატება დღევანდელ პირობებში უბრალოდ გარდაუვალია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40374 
 06 აგვისტო 2019

ბიზნესმენები ლარის კურსის არასტაბილურობის გამო ფასების გარდაუვალ ზრდაზე საუბრობენ.

მეწარმეები მიმდინარე პროცესებში ბიზნესომბუდსმენის ჩართვას მიესალმებიან.

ივა ჭყონიას განცხადებით, ფასების მატება გარდაუვალია, რადგან ლარმა ინტერვენციის შემდეგ გაუფასურება ისევ დაიწყო.

„ფასების მომატება დღევანდელ პირობებში უბრალოდ გარდაუვალია, აქ საუბარია იმაზე რამდენით მოიმატებს. მიუხედავად ინტერვენციისა, როდესაც პარასკევს ჩაერია ეროვნული ბანკი, დღეს ბლუმბერგზე სავაჭრო კურსი არის დაახლოებით 2.92. იმაზე საუბარი რომ ფასები არ გაძვირდება ვთვლი,რომ ძალიან ნაადრევია,“-ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.

თავის მხრივ ფასების ზრდას არც ბიზნეს ომბუდსმენი გამორიცხავს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თუ ლარის გაუფასურება კრიტიკულ ზღვარს გადასცდება, თავისთავად წარმოიქმნება ფასთწარმოების კორექტირება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია