შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხანძარი ბოხვაურში- ტრაპაიძეების ოჯახს სახლი მთლიანად დაეწვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40516 
 12 აგვისტო 2019

კვირას გამთენიისას, სოფელ ბოხვაურში, ცეცხლი ტრაპაიძეების სახლს გაუჩნდა.  სახანძროს  მისვლამდე,საპატრულო ეკიპაჟი  და სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე შემთხვევის ადგილზე იყო. სახანძრომ 35 წუთი დააგვიანა და კუხნა სახლი, სადაც ასევე სარემონტო მასალები ინახებოდა, მთლიანად დაიწვა.როგორც თვითმხილველებმა „გურიის მოამბე“-სთან განაცხადეს, სათლებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, მაგრამ ვერაფერი გადაარჩინეს:

„შუაღამეზე გაჩნდა ცეცხლი,მთელი სოფელი ფეხზე დავდექით,ვეხმარებოდით ცეცხლის ჩაქრობაში,სახანძრომ 35 წუთით დაიგვიანა,იქამდე პატრული და პოლიცია უკვე ადგილზე იყო. სახანძრო რომ მოვიდა,უკვე ყველაფერი დამწვარი და განადგურებული იყო. ხუთსულიანი ოჯახია და არ ვიცით რა ეშველებათ, აღარაფერი გააჩნიათ ამ ხალხს.“- გვიამბო ერთერთმა მეზობელმა. (ფიტო კავშირში არაა ამბავთან)

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია