შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კულას, მარნეულისა და სუპრემოს სურსათის ნიმუშებში საღებავები აღმოჩნდა- momxmarebeli.ge

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აგვისტო 2019

არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge აცხადებს, რომ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. კერძოდ, ორგანიზაციაში აცხედებენ, რომ შედეგები გერმანული ლაბორატორიისგან მიიღეს, სადაც 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გაგზავნეს.

არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგი დასახელების პროდუქტში:

  • ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს გსქ კულა;
  • ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;
  • ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი;
  • ეს აჯიკა, შპს ეს;
  • ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
  • მშრალი აჯიკა, თეთნულდი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია