შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 სექტემბერი 2019
აღობილის ტერიტორიაზე შემთხვევა დღეს, სამ სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების ნაწილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა.დაშავებული შუახნის მამაკაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.„ცოტახნის წინ შემოიყვანეს, კვლევები უტარდება, მდგომარეობა მძიმე არ არის და კონტაქტურია. კონკრეტულად რა ტრამვები აქვს მიღებული ამას ვადგენთ“, – გვითხრა ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.ბოლო პერიოდში სამცხე–ჯავახეთში სამშენებლო ობიექტზე მუშის დაშავების მეორე შემთხვევაა. 16 აგვისტოს ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.შსს–ში განმარტავენ, რომ გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს :უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.აბასთუმანში მომხდარის დეტალებს „სამხრეთის კარიბჭე“ არკვევს და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია