შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარიას გარდა, მგონი, ასეთი უნარები იქ არავის აქვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2019

„პარტიული პოლიტიკის თვალსაზრისით, ივანიშვილისგან ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. მას ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი აქვს და დიდი არჩევანი მაინცდამაინც არ ჰქონდა. საარჩევნო ციკლში შევდივართ და ისეთი ფიგურა სჭირდება, რომელსაც საზოგადოებასთან ელემენტარული კომუნიკაციის უნარი გააჩნია. გახარიას გარდა, მგონი, ასეთი უნარები იქ არავის აქვს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

გია ხუხაშვილი: ეს იყო მისთვის არა საუკეთესო, მაგრამ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა, საუკეთესო გადაწყვეტილება. რაც შეეხება სახელმწიფოებრივად, აქ ბევრი არაფერი იცვლება. ის იქნება უფრო ეფექტური, მაგრამ მისი ეფექტურობა მიმართული იქნება არასახლმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად. იმ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, რასაც ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია.

მორალური თვალსაზრისით, უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მაკო გომურის ჯანრთელობა არ გვიღირს ჩვენ თაობას, ყველას ერთად, არათუ სკამად, არამედ საკუთარ ჯანმრთელობადაც კი. მორალურ პრიზმაში ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია