შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით"-მთავარი არხის პირველი საინფორმაციო გამოშვება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 სექტემბერი 2019

 "მთავარი არხი" დღეს საღამოს 9 საათზე ეთერში გავიდა.  ტელევიზიამ მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ. საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაა "მთავარი". 

"ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან, ჩვენ დავბრუნდით რომ ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლებისგან თავისუფალი ტელევიზია, დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით, გუნდი, რომელსაც ენდობით და არცერთი წუთით არ დანებებულა, ამ გუნდისთვის მთავარი ხართ თქვენ საქართველოს მოქალაქეები , ვინც ქმნით საქართველოს აწმყოს და მომავალს, ქვეყნის რომელიც არა რუსეთის არამედ ევროპის ნაწილია, ჩვენ ერთად მოვიგებთ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის"-ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა დიანა  ჯოჯუამ.

საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის გადაცემა გავიდა. გადაცემას რუსთავი2–ის ეთერში კვირის აქცენტები ერქვა, ახალი არხის ეთერში კი “მთავარი აქცენტები“ ქვია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია