საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში მინი-ფეხბურთის ტურნირი იწყება

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ოქტომბერი 2018

ტურნირი მინი-ფეხბურთში ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართება.

 ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ინფორმაციით, ტურნირი 17 ოქტომბერს სპორტის სასახლეში 18:00 სთ-ზე გაიხსნება.

პირველ დღეს ერთმანეთს გამარჯვების და ძელქვიანის, სულხან-საბასა და ავტოქარხნის, უქიმერიონისა და მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეჯიბრებები 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 13 გუნდი ჩაერთვება.

ტურნირი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია