შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაშურში სოფელ ცხრამუხას სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება 1 კვირით გადაიდო

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019
ცხრამუხის საჯარო სკოპლაში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. ხაშურის მუნიციპალიტეტში ეს ერთადერთი სკოლაა, სადაც სწავლა არ დაწყებულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელის განცხადებით სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასრულებული არ არის. „საკლასო ოთახების კარებია ჩასასმელი, ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაგვეწია. ცხრამუხის სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს 24 სექტემბერს დაიწყება“- აცხადებს Qartli.ge-სთან ზვიად გოგუაძე. ცხრამუხის საჯარო სკოლაში სულ 120 მოსაწავლე სწავლობს. ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 33 სკოლაა, წელს სასწავლო დაწესებულებაში სულ 645 პირველკლასელი შევიდა. ცოცხნარის სკოლა ერთადერთია სადაც სწავლა მხოლოდ ერთმა პირველკლასელმა დაიწყო.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია