შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს – NDI

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 სექტემბერი 2019
ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოკითხვაზე როგორ აფასებთ ლიდერებისა და ინსტიტუტების საქმიანობას, სადაც სხვა ინსტიტუტებთან ერთად იგულისხმება, რეგიონებში საკრებულოებისა და მერების საქმიანობა, მოსახლეობის 2% ფიქრობს, რომ თავიანთი მერი ძალიან კარგად მუშაობს. მერების მუშაობას, უბრალოდ კარგად აფასებს მოსახლეობის 26%, 34% პროცენტი ფიქრობს რომ მერები საშუალოდ მუშაობენ, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ცუდად. მოსახლეობის 18% პროცენტმა კი საერთოდ არ იცის მერის მუშაობის შესახებ.რაც შეეხება საკრებულოებს, მათ მუშაობას მოსახლეობის 3% პროცენტი ძალიან კარგად აფასებს, უბრალოდ კარგად აფასებს 24%, ხოლო საშუალოდ 36%.მოსახლეობის 17% აზრით საკრებულო ცუდად მუშაობს, ხოლო 16%–მა საერთოდ არ იცის საკრებულოს მუშაობის შესახებ.NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC - საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია