შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, ეპისკოპოსები, მესიებად არ გამოვდგებით"- მეუფე იაკობი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 სექტემბერი 2019

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. სასულიერო პირმა ამბიონიდან მიტევების მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ მიტევების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება.

"ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით", - თქვა მან.

მთავარეპისკოპოსის თქმით, მესია არავინ არ არის.

"მესია ერთი გვყვავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ. საქართველოს სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ და ავაშენოთ ის ქვეყანა, რაც ასე სანატრელია თითოეული ქართველისთვის. რა უნდა ვუთხრათ წინაპრებს? ვინ ვართ და რას ვაკეთებთ? ჟორდანიას რჯულს უნდა დავემსგავსოთ? ხომ ვნახეთ, როცა ათეისტი იყო ჟორდანია, რა დაემართა საქართველოს?! ეკლესიას ებრძოდა, გაზიდა ყველაფერი ეკლესიიდან, რა სიტყვებს ეუბნებოდა კათალიკოსს თუ სხვას და დღეს კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები და მასზე რაღაც კარგს ამბობენ. ასეთი ადამიანები რომ იყვნენ იმიტომ დაიღუპა საქართველო და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს და როდესაც მოვძლიერდებით და ძლიერი საქართველო იქნება, ვინმეს სურვილი თუ ექნება, „ვისაც ხორცის ჭამა უნდა მოვიდნენ და დაგვგლიჯონ იმ გალესილი კბილებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია