შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში გარბენი “მეტი ღია სივრცე ქალაქში” გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ოქტომბერი 2019

13 ოქტომბერს 13:00 საათზე თელავში გარბენი “მეტი ღია სივრცე ქალაქში” გაიმართება. 

თემატური გარბენი გაიმართება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის, საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთობლივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  “დაიბრუნე შენი ქუჩები”.

პროგრამის მიზანია ღია სივრცეებში ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია. გარბენი ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებზე 3 კმ დისტანციაზე გაიმართება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, დასწრება და მონაწილეობა უფასოა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია