შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს "ქეთო და კოტეს" პრემიერით გახსნის

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/qutaisis-operis-teatri-sezons-speqtaklit-qeto-da-kote-gaxsnis 
 08 ოქტომბერი 2019

ქუთაისის ოპერის და ბალეტის  თეატრი 51-ე სეზონს 11 ოქტომბერს პრემიერით გახსნის.  თეატრი მსმენელის წინაშე სპექტაკლით "ქეთო და კოტე" წარსდგება.  

სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. მთავარ როლებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), იაგო ბუხრიკიძე (სიკო), მაია ნიკოლაძე (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილი, ინგა ფუტკარაძე (ბაბუსი).

 

პრემიერაზე ქეთოს როლს მარიკა მაჩიტიძე შეასრულებს,  ოპერის მოყვარულებს სპექტაკლის ნახვა შეეძლებათ ასევე  13 ოქტომბერს (15:00 საათზე) შეძლებათ,  რა დროსაც  მსმენელის წინაშე ქეთოს როლში  სოფიო ბერიშვილი წარსდგება.

წელს ,,ქეთო და კოტეს" საიუბილეო წელია, ოპერა 100 წლის გახდა. ვიქტორ დოლიძის ოპერა  თბილისში, 1919 წელს დაიდგა. 

“ქეთო და კოტეს“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია