შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში შუალედურ არჩევნებში ,,ევროპული საქართველოდან” კენჭს მალხაზ მელაშვილი იყრის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=41756 
 21 ოქტომბერი 2019

27 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება.

არჩევნები აფენის თემში 4 უბანზე ჩატარდება, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის 2 საარჩევნო უბანს, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბანს მოიცავს.
შუალედურ არჩევნებში ,,ევროპული საქართველოდან” კენჭს მალხაზ მელაშვილი იყრის. მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს და მათ სამომავლო გეგმებს აცნობს.

,,ვარ 54 წლის, ვარ ადგილობრივი და კარგად ვიცნობ არსებულ პრობლემებს. კანდიდატად დასახელების დღიდან, აქტიურად ვხვდები მოსახლეობას, დავდივარ კარდაკარ და ვაცნობ ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს.

ჩემი ძირითადი დაპირებებია სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ნაგვის ჩასაყრელად ურნები არ დგას სოფელში და ამ საკითხის მოგვარება, ასევე საძოვრების პრობლემის მოგვარება და სხვა. გამაჯვების შემთხვევაში ამ საკითხებზე აქტიურად ვიმუშავებ”,- განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მელაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და მისი ადგილმონაცვლეს ასარჩევად დაინიშნა შუალედური არჩევნები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები