შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამა ვახტანგი (თოხაძე) - "რუსეთი ჩვენი მოძმე ერია" "ოქტომბრის რევოლუცია ურიების იყო"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42380 
 07 ნოემბერი 2019

ეს განცხადებები შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირმა მამა ვახტანგიმ (თოხაძე), ცნობილი ჟურნალისტის, თენგიზ გოგოტიშვილის ფეისბუკ გვერდზე გააკეთა მას შემდეგ რაც გოგოტიშვილმა რუსეთის მომხრეებს 7 ნოემბერი და ოქტომბრის რევოლუციის თარიღი ორიგინალურად მიულოცა:

"გამეცინა ვფიქრობდი რას ულოცავენ მეთქი... ეს ურიების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება იყო, მერე რევოლუციად მონათლული...სისულელეში გადასული ზეიმი, როცა ნოემბრის ცივ დღეს სკოლის მოსწავლეებ ქუჩაში რამდენიმე საათს ამყოფებდნენ" დაწერა მამა ვახტანგიმ.

რაზეც გოგოტიშვილმა ასე უპასუხა:"ვახტანგ თოხაძე გილოცავთ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 112-ე წლისთავს, მამაო!"

რაზეც სასულიერო პირმა უპასუხა, რომ: "რაც შეეხება რუსეთს იგი ჩვენი მოძმე ერია... ასე მწამს იცი შენ ეს და ჩვენ ამაზე არ ვდავობთ"

ერთერთმა ფეისბუკმომხმარებელმა ამის გამო ვახტანგ თოხაძის "გაპარსვა" მოითხოვა და მას "ეშმაკის მოციქული" უწოდა.

ფეიბუკ მომხმარებლების დაპირისპირებამ მწვავე ხასიათი მას მერე მიიღო რაც მამაომ ერთერთი ფეისბუკ მომხმარებელი რუსეთის ასევე ორიგინალურად "დაწყევლის" გამო, "ეშმაკთან კავშირში"  დაადანაშაულა:

"ნინო მაინც არ გერქვას... ღმერთი ბოროტ თხოვნას არ ისმენს და არ გეშინია ეშმაკთან კავშირის?... რაც შეეხება გოგოტიშვილს იგი რუსოფობიამ ამ დონემდე მიიყვანა და ვშიშობ იმ ამერიკელი გენერალივით არ დაემართოს, რომლიც მაღალი სართულიდან გადახტა ბღავილით: რუსი მოდის, რუსი მოდისო" - წერ მამაო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია