შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ 600 ათასი ადამიანის ვალის გასტუმრებაც და წყალტუბოს აშენებაც პოპულარული პროექტებია"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42401 
 08 ნოემბერი 2019

ექსპერტი გია ნოდია ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოში დაანონსებულ პროცესებს და ექსპრემიერ ივანისვილის განცხადებებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულებასდ ეხმიანება და საკუტარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"რატომაა ცუდი, რომ ბიძინა წყალტუბის ყიდულობს? არასწორი კრიტიკაა - იმიტომ რომ მოგვატყუებს და ფულს აღარ ჩადებს. ასევე შეეშალა ოპოზიციას შარშან, როდესაც ბიძინა (პრემიერ ბახტაძის პირით) 600 ათას ადამიანს ვალების გასტუმრებას დაპირდა. მაშინ ოპოზიციის ზოგი წევრი აყვირდა: იტყუება, არ გაისტუმრებსო. მაგრამ იმ ხალხს მართლა ჩამოეწერა ვალები. რამდენი დაუჯდა ეს ბიძინას, არ ვიცით - ალბათ, არც ისე ბევრი. მაგრამ ეს არაა მთავარი.

ახლა რას იზამს ბიძინა წყალტუბოში, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ გაზაფხულიდან ფულის ჩადებას დაიწყებს. სხვანაირად ამ ფართოდ გაპიარებულ წამოწყებას აზრი არა აქვს. მისი ნამდვილი მიზანია არჩევნების წინ ხალხის გულის მოგება, ამიტომ არჩევნებამდე რაღაც ხელშესახები უნდა ანახოს, ვიღაც უნდა დასაქმდეს. ამის პარალელური და მსგავსი პროექტია აწ უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ 600 ათასი ადამიანის ვალის გასტუმრებაც და წყალტუბოს აშენებაც პოპულარული პროექტებია; ნშესაბამისად, პოლიტიკურად წამგებიანად ჩაითვალა, ბიძინა ამისთვის აკრიტიკო. ვინც წყალტუბოში სამსახურს იშოვის ბიძინას წყალობით, პირადად მისი მადლიერი იქნება (ისევე როგორც ის ვალგასტუმრებული ხალხი). „იტყუებას“ ძახილი ინსტინქტური, მაგრამ არაჭკვიანური რეაქციაა: თუ არ მოიტყუა და მართლა გააკეთა, სად მიდიხარ მერე?

რეალური პრობლემა ისაა, რომ ამ კაცს უნდა თავისი ფულით ქვეყანა იყიდოს: ჯერ სახელმწიფო მიიტაცა, მერე თანდათან მისი ყველაზე ლამაზი ადგილები პირად მფლობელობაში გადააქვს, თან „პახოდუ“ ამ პროექტებით ხმების ყიდვა უნდა. ფართო გაგებით, წყალტუბოს პროექტის არჩევნების წინ დაწყება, ისევე როგორც იმ 6000 ათასი კაცის ვალების გასტუმრება, პლუტოკრატის პირადი ფულით ამამომრჩევლის მოსყიდვაა, თუმცა ამ შემთხვევაში ძნელია ეს სამართლებრივად ამტკიცო.

კიდევ ამაზრზენი საყურებელი იყო ბიძინას საყოველთაო ქებათა-ქება, რაც მის ამ წამოწყებას მოყვა. ამაში უკვე თურქმენბაშის სტანდარტს ვუახლოვდებით: ერი ჯერ არა, მადლობა ღმერთს, მაგრამ მეოცენებე ოფიციოზი და მას ადევნებული ლურჯი ინტელიგენცია („ოცნების“ პარტიულ ფერს ვგულისხმობ) - ნამდვილად.

წინასაარჩევნო პიარის თვალსაზრისით ამის თქმა კარგია თუ არა, არ ვიცი. მაგრამ ასეა და ეს უნდა ითქვას პირველ რიგში".წერს ნოდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია