შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნინო წილოსანმა ბოლო შანსიც ხელიდან გაუშვა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2019

"ნინო წილოსანს ბოლო შანსი ჰქონდა დამდგარიყო ისტორიის ნათელ მხარეს და ეს შანსიც გაუშვა ხელიდან!" - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა.

ცნობისათვის დღეს ნინო წილოსანმა დანარჩენ 34 დეპუტატთან ერთად მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს რომლის მიხედვითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ  პროპორციული სიით უნდა ჩატარებულიყო.

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტი კვლავ გადაკეტილია და იქ თავს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყრიან, რომლებიც დარწმუნებულნი არიან რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება-კანონპროექტისათვის მხარის არ დაჭერა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საზოგადოების მოტყუება და გადაგდებაა.

რუსთაველზე დაანონსეს რომ დღეს მთავარი აქცია 19 საათზე პარლამენტი წინ გაიმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია