საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"20 მლნ. 10 დეკემბრამდე მოიტანეთო" - ბიზნესის რეკეტის ახალი სკანდალური მტკიცებულებები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2018

"კურიერი" მორიგ სკანდალურ ინფორმაციას და ჩანაწერებს ავრცელებს. "რუსთავი 2"- ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი მათ დაუკავშირდა და უამბო, რომ ელიზბარაშვილს "ქართუ ბანკში" 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარის მიტანა დაავალეს.

ბიზნესმენის ყოფილი ცოლის მტკიცებით, ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათასი ლარის შეტანასაც აიძულებენ, თუმცა ეს თანხა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება.

მიმოწერა ბიზნესმენსა და "კურიერის" ჟურნალისტს შორის სოციალურ ქსელში შედგა:

„დღეს ბიზნესმენები დაიბარეს ქართუში და დამატებითო ხარკი უნდა იხადოთო გაორმაგდა, თათბირი აქვთ და მგონი აფეთქდებიან. შეგატყობინებ, იმედია აღარ მოითმენენ.ალბათ ბანკის სესხების დაფარვას რო შეპირდა ხალხს ისევ ხალხის ფულით აპირებს. 20 მლნ. 10 დეკემბრამდე მოიტანეთო, დღეს შეხვდა ვიღაც კიდევ ქართუდან, არ გვაქვსო ამათ უთხრეს ფიზიკურად ვერ გადავიხდითო. გრძელვადიან სესხებს გაგაკეთებინებთ „თიბისიდანო“ უპასუხეს. ვინმემ გააჟღეროს. ბევრი ბიზნესმენი იყო დაბარებული.

ჟურნალისტი: გავაჟღერებთ. ხომ არ იცი ვინ შეხვდა ?

ბიზნესმენის ცოლი: ვინმე მურმანი რეკავს ერთი დღე თუ დააგვიანდათ, იმ 300 ათასის შეტანა, დროზე ერთი დღე დააგვიანეთო ეუბნებიან.
ჩემოდნით შეაქვთ. ეხლა ამ შეხვედრაზე ვინ ესწრებოდა ზუსტად არ ვიცი.

ჟურნალისტი: 300 ათასი თვეში? "ქართუ ბანკში" შეაქვთ?

ბიზნესმენის ცოლი: კი, ქეშად.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია