შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა არის ბედნიერება გურულებისთვის- ქუჩის გამოკითხვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2020

თითოეული ადამიანს განსხვავებული პასუხი აქვს კითხვაზე თუ რა არის ბედნიერება, რადგან ბედნიერება დაკავშირებულია კონკრეტული პიროვნების წარმოსახვის უნართან, მოლოდინთან და ფიქრებში საუკეთესოდ მიჩნეულ სიტუაციებთან.

ფსიქოლოგების აზრით- გააჩნია, ვის რა ანიჭებს ბედნიერებას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მზის ამოსვლის დანახვა, შეიძლება იყოს პირველი წარმატება, ერთი ნატეხი პური, რომელიც შიმშილს მოგიკლავს. ძალიან განსხვავებულია ბედნიერების აღქმა. კოლექტივისტურ კულტურებში ბედნიერებაა, როდესაც მშობელია ბედნიერი, ინდივიდუალისტურ კულტურებში კი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვია  ბედნიერი. მშობელბმა უნდა იფიქრონ: ნიშნავს თუ არა მშობლის ბედნიერება მისი შვილის ბედნიერებას?!

ბედნიერება დეტალებშია, უბრალოდ მისი აღმოჩენა უნდა შევძლოთ.  და მაინც რა არის ბედნიერება რიგითი გურულისთვის და არის თუ არა ადამიანის ბედნიერება დაკავშირებული კეთილდღეობასთან. ამის შესახებ „გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა გააკეთა, გთავაზობთ რამოდენიმე ადგილობრივის აზრს:

ს.კ - შვილების კარგად ყოფნაა ჩემი ბედნიერება. შეძლებისდაგვარად არიან ბედნიერები, დღევანდელი ცხოვრებით. ცხოვრებას ვიხალისებ იმით, დილით გამოვდივარ ადრე სახლიდან და საღამოს გაყინულ ,,გაბჟინული’’ ვბრუნდები სახლში. ადგომას ვერ ვხვდები და დაწოლას ლოგინში, ისე ვარ დაღლილი. ამფერი ბედნიერი ვართ დღეს,

.ი. - მე ბედნიერი ვარ ჩემი შვილები ცოცხლები და კარგად  რომ მყავს  კარგად ყოფნა თუ იმას ნიშნავს, რომ დედა მთელი დღე ქუჩაშია გამოვარდნილი. კარგად რომ ვიყოთ 63 წლის ქალი ქუჩაში არ ვიქნებოდი. ცხოვრებას ვიხალისებთ მომავლის იმედით’’, თვარა ეს რა ბედნიერებაა.  ახლა მე უნდა ვიჯდე სახლში ,,ფეჩთან’’ და შვილები და შვილიშვილები მივლინდნენ, მაგრამ რას მომივლიან, ყველა იქეთ მიყურებს ხელებში, რას მივიტან სახლში.

ნ.უ -ახლა რა ცხოვრება მაქ? თავის დროზე კარგი ცხოვრება მქონდა. ქმარი მყავდა. დღეს 220 ლარი პენსია მაქ და რა არის? არაფერი. თუ რამე არ გავყიდე და ორი კაპიკი არ ვიშოვე. მთავარია შვილები მყავდეს კარგად.

ი.ს. სოფ ოზურგეთი- ბედნიერი ვარ შვილების კარგად ყოფნით. მაგრამ ისე პრობლემები არის. თუ  პრობლემაზე ფიქრობ და  ხვალინდელი დღე როგორ გათენდება იმის ფიქრში  ხარ, რა უნდა ქნაა?! არანაირი საშუალება, რომ არ არის .

ლიანა-ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ და რა გითხრათ?!

მარინა კაპანაძე,დვაბზუ- საშუალოდ ვარ. არც მთლად ბედნიერი ვარ და არც უბედური. გაჭირვებული მაშინაც იყო და ახლაცაა. ცხოვრებამ მოიტანა ასე. ისე ადრე უფრო იყო ბედნიერი ხალხი, ვიდრე   დღესაა.  გაჭირვება უფრო  წონის დღეს.

ინგა-ქალს უნდა უხაროდეს ყოველი დღის გათენება. ჩემი ცხოვრება არ არი მასეთი, მაგრამ ბედნიერ სახეებს სხვებშიც ვერ ვხედავ. ადამიანი თუ ხარ და მოევლინები ამ ქვეყნად, უნდა იყო ბედნიერი და ღიმილიანი. მაგრამ დღეს ასე არაა. ეს იმიტომ ხდება რომ ყოველდღიური არსებობაზე ფიქრმა დააკარგვინა ხალხს ბედნიერი სახეები. ჩემი ბედნიერება კი არის ჩემი შვილები. მადლობა უფალს ამისთვის .

ირმა.ს- ბედნიერის რა გითხრა, მაგრამ მყავს შვილები და შვილიშვილები და ამით ვარ ბედნიერი. ყოველდღიური საზრუნავის გამო, ვართ შეწუხებული. ბედნეირი ვიყავი მაშინ, როცა მყავდა მამამთილი, მაშინ არ მქონდა საზრუნავი. ახლა კი, ჩემი საზრუნავია.   

ბატონი ჯუტუ- ჩემი ბედნიერება ჩემი ცოლ-შვილის კარგად ყოფნაა. მარა ამას ქვია კარგად ყოფნა ახლა, რომ ვართ.  დგეში ოც ლარსაც, რომ ვერ გამოიმუშავებ?! გართობის არც საშუალება გვაქ და არც დრო, რომც იყოს.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია