საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაანადგურებენ გაერთიანებულ ოპოზიციას, შემდეგ მიადგებიან „რუსთავი2“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე  შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური დიალოგის აუუცილებლობაზე საუბრობს. განცხადება ვაშაძემ „კვირის აქცენტებში“ გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლა, ხელისუფლების ქმედებების დასრულება, მმართველი გუნდი ჯერ გაანადგურებს გაერთიანებულ ოპოზიციას, შემდეგ კი მიადგება დამოუკიდებელ ტელევიზიას - „რუსთავი2“-ს.

„თუ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პლატფორმაზე დიალოგი არ დავიწყეთ, ჯერ გაანადგურებენ გაერთიანებულ ოპოზიციას, შემდეგ მიადგებიან „რუსთავი2“-ს, შემდეგ მიადგებიან ცალ-ცალკე ყველა ოპოზიციურ პარტიას, შემდეგ ყველა ადამიანს, ვინც გაბედავს ხმის ამოღებას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია