შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერია 49 ადგილზე მიწებს და შენობებს ყიდის

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2019
2019 წლის დასაწყისში გორის მერია საპრივატიზაციოდ 49 ერთეულ მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობას აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიის ეკონომიკურ სამსახურში მიიღეს. საპრივატიზაციო ნუსხა დასამტკიცებლად გორის საკრებულოს წევრებს გაუგზავნეს. 49 ერთეულიდან 37 ტერიტორია ქალაქ გორში მდებარეობს. ,,გორის მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს დაგეგმილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დასამატებლად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყენება, ხოლო ამ ტერიტორიების პრივატიზების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამისი თანხით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია." - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. საპრივატიზაციო ნუსხის შესახებ ოპოზიცია საკუთარ მოსაზრებას 11 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია