შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსპორტზე გატანილი ქართული ღვინის რაოდენობამ 30 წლის რეკორდი მოხსნა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 იანვარი 2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. სააგენტოს ინფორმაციით, ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 პროცენტს მიაღწია, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 203 მლნ აშშ დოლარია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. 

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია

: რუსეთი(53 682 627), უკრაინა (10 687 835), ჩინეთი (6 951 019), ყაზახეთი (3 599 143), პოლონეთი (3 508 122), ლატვია (1 711 078), ბელარუსი (1 606 002), ესტონეთი (581 190), ლიეტუვა (488 154) და გერმანია (483 791). 

 

2018 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ გაიტანა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია