შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჭანიეთში, მგელებმა თხები და საქონელი დაგლიჯეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 იანვარი 2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მგლები გამოჩდნენ. როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" ჰყვებიან, გუგა ცინცაძეს საკუთარ ეზოში, სახლის უკან მგლებმა ორი თხა შეუჭამეს, მტაცებელმა ასევე ძროხა დაუგლიჯეს ამავე სოფლის მკვიდრს- მინდია შავიშვილს.

„აგერ სამი დღის წინ, ღამის 12 საათზე მეზობლის ბიჭები შეესწრნენ ჭანიეთის გადმოსახვევთან, როგორ მოსდევდა ჩემს საქონელს მგელი, ამჯერად გადამირჩა პირუტყვი, ერთის მხოლოდ დაკბენა მოასწრო ,ბიჭებმა დააფრთხეს, თორემ აუცილებლად გამოყვებოდა და დაგლეჯდა. სხვა თუ არაფერი, შეღამებულზე გარეთ ვერ გამოვდივართ, ჩვენც დაგგვლეჯს,რითი მოვერევით მგელს? “-გვიყვება ჭანითში მცხოვრები, ზაზა მჟავანაძე.
მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს : "შიშით პირუტყვი ვეღარ გაგვიშვია გარეთ, მოგვაქციონ ყურადღება ვისაც ევალება ეს საქმე , ან დახოცონ, ან რამე მოახერხონ -" ჩივიან ადგილობრივები .

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა