შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალთან აეროპორტის მშენებლობას გეგმავენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 08 იანვარი 2019
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რუსულენოვანი სააგენტო ,,სლოვო" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი ცხინვალთან ახლოს აშენდება. ,,თავდაპირველად, აეროპორტი ტვირთების გადაზიდვას მოემსახურება" - აღნიშნულია სტატიაში. აეროპორტის მშენებლობას სააგენტოს ცნობით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვან ფაქტთან თვლიან, რადგან რუსეთთან ერთადერთი მაგისტრალი ხშირად იკეტება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. სხვა დეტალები, ,,სლოვოს" მიხედვით, უცნობია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები