შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თიბისი ბანკის საქმე – TV პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთლის გამოხმაურება პროკურატურის გამოძიებაზე

პოლიტიკა
 10 იანვარი 2019

ბიზნესმენი და ტელეკომპანია “პირველი”-ს დამფუძნებელი ვატო წერეთელი მთავარი პროკურატურის მიერ, თიბისი ბანკის საქმეზე დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პროკურატურის ვერსიით, აღნიშნულ საქმეში ვატო წერეთლის გვარიც ფიგურირებს.

“მთელი დღეა,მიზანმინართულად არ დავწერე არაფერი ,,TBC,, ბანკის ამბავზე, ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეკდოტურად-პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო.

რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე, თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს?

მგონი,საბუთებში არც ჩაუხედავთ ამ ჩემი სტატუსის მერე კი,როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ,რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ..ნუ,მინიმუმ ყავაზე მაინც. სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული“- წერს ვატო წერეთელი ფეისბუქში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია