შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 20 იანვარი 2019
დღეს, 20 იანვარს პატრიარქის ნათლული კიდევ 630 ჩვილი გახდება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მივა, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.დღეისთვის პატრიარქს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება