შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2019

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო.

ლანჩხუთში 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. მაისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ინფრასტრუქტურული სამუშაობი უკვე დასრულებულია ლანჩხუთში მგელაძის, ცაბაძის, დუმბაძისა და მშვიდობის ქუჩებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე წყალმომარაგების კომპანია ანასეულის მოსახლეობის უწვეტი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს დაიწყებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია