შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არც ესმით, ვერც ხედავენ და არც არაფრის თქმას არ აპირებენ...."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 იანვარი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მოსამართლეებს არ ესმით, რა პრობლემაა ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობა.
დეპუტატებს არ ესმით, რა პრობლემაა პულტზე ხელის დაჭერა დავალებით და არა შინაგანი რწმენით.
ქალაქის მერს და ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის, რატომ არის პრობლემა ენერგეტიკის სფეროში მისი შესაძლო ინტერესები. 
პრინციპში, სისტემაში არავის ესმის, რა განსხვავებაა სახელმწიფო და პარტიულ ინტერესს შორის.
და ბოლოს, მმართველს არ ესმის, რა პრობლემაა სახელმწიფოს დისტანციური მართვა.
არც ესმით, ვერც ხედავენ და არც არაფრის თქმას არ აპირებენ...." -წერს ხუხაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა