შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილს ეზიზღება ქართველები-სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 იანვარი 2019

ნიუ იორკში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდა და მათ კითხვებსაც პასუხობდა.

სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოდან წასვლა და ემიგრაციაში ყოფნა უწევთ:

„ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ძალიან მძიმე საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანისთვის. რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთი ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების მერე, როცა დაინახა, რომ თურმე ეს ხალხი რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააუბედურა, გააღატაკა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ წინააღმდეგობა გაწიოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან საქართველოში მარიხუანას შესაძლო კულტიავციაზეც გაამახვილა ყურადღება:

„საქართველოს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ახალი ჰაბი მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. დღეს რას ვიღებთ? ეს ყველაფერი წარსულშია. ჩვენ გვეუბნებიან მარიხუანას აქვს 500%-იანი მოგება, რათ გინდა ტექნოლოგიები? რათ გინდა სწავლა? ეს არის მთელი ტაობის განადგურება ნარკოტიკებით“, - აღნიშნა მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი ეზიზღება:

„ჩემი მოქმედება ყოველთვის ეფუძნებოდა იმას, რომ მჯერა და მწამს ჩემი ხალხის, ივანიშვილს ეზიზღება ქართველები. ზიზღია მისი სტილი, საერთოდ არ სჯერა ქართველების, ცინიკურად არის დამოკიდებული, მიაჩინია, ქართველები იყიდა, გაყიდა, „ტავარია“ როგორც თვითონ იტყოდა. მე მჯერა ჩემი ხალხის, იმიტომ, რომ ჩვენ რაც ავაშენეთ, ეს გააკეთა ჩვეულებრივმა ხალხმა, რომლებიც მუშაობდნენ მშენებლობებზე, ერთადერთი რაც ვერ გავთვალე, ჩემი მთავარი შედომა არის და მინდა ვაღიარო, რომ ამხელა გადინება იქნებოდა საქართველოდან ხალხის. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს ახლა, ყველაფერი კარგად იქნება ქვეყნიდან წელიწადში 500-800 ათასი კაცი რომ არ მიდიოდეს და არ რჩებოდეს მხოლოდ ერთი მილიონი“, - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია