შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იტალიაში ქართველი ხელოვანი მოკლეს

ახალი ამბები
 23 იანვარი 2019

“ემიგრანტი ქალი მოკლეს იტალიაში ქალაქ ნაპოლში“,– ამის შესახებ ინფორმაციას ,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

“კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში. ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს… იმედია, სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს!

“ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს”2017 წლის დაჯილდოვებაზე 2 წარდგენილი ჰყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით…

შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”,

(ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.

ამჟამად, ქალბატონი თამარი ცხოვრობს ნეაპოლში, სადაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. იგი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებს შეკვეთებს” , – წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია