შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 440 000 ლარი დაიხარჯება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36708 
 08 თებერვალი 2019

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 19 დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 440 000 ლარი დაიხარჯება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი აცხადებს, რომ მოსახლეობა სოფლებში გარე განათების სისტემის მონტაჟს, სასაფლაოების შემოღობვას, სპორტული დარბაზების და ცენტრების რეაბილიტაციას, სკვერების მოწყობას, დაზიანებული გზების შეკეთებასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითხოვს.

მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, სოფლებისთვის გამოყოფილი 440 000 ლარიდან ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსება, სავარაუდოდ, 100 000 ლარი იქნება.
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე 19 დასახლებაზე, საიდანაც 14 სოფელი და 5 თემია, 340 000 ლარია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ. ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ჩანხებიც. ჩვენი თანადაფინანსება ზოგ სოფელში იქნება თანაბარი, ზოგან გარკვეული პროცენტით. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგვცემს, მაქსიმუმს დავუმატებთ. სოფლებში შეხვედრები 15 იანვარს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდება. შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ გამოთქმული პრობლემური საკითხები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოგვარდება’’,- განუცხადა knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები