შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნებას“ სააკაშვილისგან მტრის ხატის ძერწვა აღარ უშველის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36155 
 09 თებერვალი 2019

"არც ხელისუფლება მადარდებს და არც „ნაცმოძრაობა“. მადარდებს ის, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მივიდეთ სტაბილურად და რაც მთავარია არჩევნების შემდეგ შევინარჩუნოთ სტაბილური ვითარება.

თუ „ოცნების“ განცხადებებს შევადარებთ იმ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი აკეთებს, დავინახავთ, რომ პროცესები რადიკალიზაციისკენ მიდის. თუ პოლიტიკური ველიდან სააკაშვილი გავიდა და ოპოზიცია გაერთიანდა, მას აქვს შანსი 2020 წელს არჩევნებში დაამარცხოს ხელისუფლება.

ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ნაციონალების“ კატეგორიული მიუღებლობა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ახლა ასე აღააა. თუ პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, „ნაციონალების“ მიუღებლობა შესაძლოა საერთოდ განულდეს.

ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებისთვის სისტემაც ვერ იქნება საყრდენი, რადგან ამ სისტემაში მომუშავე ხალხი ყოველთვის ახერხებდა ხარ ერთის სამსახურში ყოფნას, ხან მეორის სამსახურში ჩადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აცხადებს, რომ შესანიშნავ ანალიზს აკეთებს, ჩემი აზრით, იგი სწორედ ანალიზში უშვებს კატასტროფულ შეცდომებს.

თუ 2020 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალების“ კატეგორიული მიუღებლობის ბარიერი საზოგადოებაში გადაილახა, „ოცნებას“ სააკაშვილისგან მტრის ხატის ძერწვა აღარ უშველის და ის არჩევნებს წააგებს. თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ბარიერი საზოგადოებაში ნელ-ნელა იშლება და ამას ხელისუფლება ვერც კი ამჩნევს. თუ ასე გაგრძელდა, ამგვარ რეალობაზე პოლიტიკური სპექტრის რეაქცია არ დააყოვნებს და ეს ხელს შეუწყობს ახალი გაერთიანების შექმნას.

- “ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ ცდილობენ რომ 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით წარიმართოს, ამასვე ცდილობს როგორც ივანიშვილი, ისე სააკაშვილი.

აღმოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში იმ რაოდენობის ხალხი, რომლებიც უარს ეტყვიან როგორც ერთს, ისე მეორეს, ამას 2020 წლამდე დარჩენილი დრო გვიჩვენებას. მე ვისურვებდი, რომ ამგვარი რამ ყოფილიყო"-აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია