შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნება“ 9 წელზე აპელირებით ინარჩუნებს ძალაუფლებას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36168 
 10 თებერვალი 2019

„ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბალია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმ ფაქტს, რომ იგი აღმოჩნდეს წარმატების სივრცეში. „ოცნება“ დღემდე აპელირებს „ნაციონალური მოძრაობით“; თითქოს ეს ფაქტორი დიდი არ არის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დიდი ნაწილი მოქმედებს,“ – ასე აფასებს ანალიტიკოს არჩილ გამზარდია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურში, სამომავლოდაც, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დაბრუნების პერსპექტივით დაიწყებს საზოგადოების დაშინებას.

„ოცნება“ თავს გრძნობს მშვიდ ვითარებაში, სანამ 9 წელზე შეუძლია აპელირება და სანამ საზოგადოება მგრძნობიარეა ნეგატივების მიმართ, სწორედ ამით ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას. ამიტომაც, ჩვენ ვართ პარადოქსულ სიტუაციაში - გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ნდობა, ინარჩუნებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას. 

„ეს „ოცნებაში“ კარგად აქვთ გაცნობიერებული და იციან, რაზე უნდა მოახდინონ აპელირება. საზოგადოების სუსტ წერტილებს გრძონობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ამაზე გაამახვილა ძირითადი ყურადღება და საბოლოო ჯამში, თავისი გაიტანა. ახლაც ისეთივე რიტორიკა წავა საპარლამენტო არჩევნების დროს. წინა ორი არჩევნებისას, ფაქტობრივად, ამ პროპაგანდისტული მეთოდით იქნა გამარჯვება მიღწეული.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ზეაღმატებული სივრცე პასიური დიქტატისათვის. ეს არ არის თითქოს დიქტატის ტიპური ნიშნებით და საბოლოო ჯამში, დიქტატი ეს არის, როდესაც ცალკე დაჯგუფებები თავს ახვევენ საკუთარ ნებას დანარჩენს მოსახლეობას,“ - აღნიშნა გამზარდიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია