შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბავშვი დავბრიდე აღარარისო" [video]

ახალი ამბები
წყარო:  ინფო რუსთავი / https://inforustavi.ge/ 
 10 თებერვალი 2019

საზარელი მკვლელობა რუსთავში. შემთხვევა მე-8 მიკრორაიონში მოხდა.

29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. [video/ვიდეო]

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია