შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაშურში სამგზავრო მატარებელი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ახალი ამბები
 12 თებერვალი 2019

ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მანქანა შეეჯახა. შემთხვევა დღეს , ხაშურის რაიონში, სოფელ ტეზერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ხოლო მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

„გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“- განაცხადეს შსს-ში.

წყარო - DiaNews.Ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია