შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში პოლიციის შენობის გვერდით მდგომი ფეიბოქსი მოიპარეს

ახალი ამბები
 12 თებერვალი 2019

გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობის გვერდით მდგომი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ფეიბოქსი ორი დღის წინ ჯერ გაქურდეს, მომდევნო დღეს კი საერთოდ მოიპარეს.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გორში, ვერხვების დასახლებაში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან დაახლოებით 15 მეტრში იდგა.

აღნიშნულ შენობაში გარდა პოლიციისა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური განყოფილებაა განთავსებული.

წყარო : http://radiomosaic.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია