შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება

სპორტი
 12 თებერვალი 2019

მარტის თვიდან, საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

ჯგუფში საქართველოს მეტოქეები შვეიცარიის, ირლანდიის, დანიისა და გიბრალტარის ნაკრებები იქნებიან.

ვინაიდან ჩვენი ჯგუფი 5 გუნდიანია, საქართველოს ნაკრებს ერთი ფანჯარა თავისუფალი აქვს.

ამ თავისუფალ ფანჯარას საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩით შეავსებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვლადიმირ ვაისის გუნდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიას სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 2019 წლის 19 ნოემბერს შედგება, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებული იქნება. ეს სუპერ მატჩი ჩვენთვის წლის ბოლო შეხვედრა იქნება.

საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ისტორიაში სულ 2-ჯერ შეხვდნენ - ერთი ჩვენ მოვიგეთ, ერთი კი ხორვატებმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია