შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მემორიალის ტერიტორიას ვიდეოკამერები გააკონტროლებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2018
უკვე რამდენიმე დღეა გურჯაანში დიდების მემორიალზე რებილიტაციის ფარგლებში 10 ერთეული ვიდეოკამერა დაამონტაჟეს. როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, კამერები მიმდებარე ტერიტორიას გააკონტროლებს.

თუმცა მანამდე, დაახლოებით სამი კვირის წინ, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში განთავსებული ტელესკოპი დაამტვრიეს და ერთი ჯიხური კიდევ ერთხელ დააზიანეს.

როგორც ჩვენთან საუბარში საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა სალომე ბოგვერაძემ განაცხადა, დარაჯმა დილით შეამჩნია, რომ ტელესკოპის კარები გატეხილი იყო.
„დარაჯმა საღამოს შემოვლა რომ დაასრულა, ყველაფერი წესრიგში იყო. დილით ადრე მივიდა და დაზიანებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ კარები იყო გატეხილი, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად წაიღო. როდესაც დააბრუნებენ, მისი შეკეთება მოხდება. ქარს და წვიმას ტელესკოპი რომ არ გაეფუჭებინა, დროებით პოლიეთილენით შევფუთეთ, რომელიც სამწუხაროდ რამდენჯერმე მოაძრეს. ტერიტორიაზე ორი დარაჯი, ღამით გვიანობამდე რჩება და დილით ძალიან ადრე მიდის, ასე გვაქვს ხელშეკრულებაში გაწერილი. რაც შეეხება ჯიხურებს, პირველად სრულად აღვადგინეთ. რაც ამჟამად დაზიანება ფიქსირდება, იმასაც ჩვენი ხარჯებით გავაკეთებთ. გვინდა რომ, როგორც ზემოდანაა ჩაკეტილი სამანქანო შემოსასვლელი, ქორწინების სახლთანაც ისე ჩავკეტოთ. ჩვენი სურვილია, ბევრი სტუმარი ყავდეს მემორიალს და მეტად გაუფრთხილდნენ ამ უნიკალურ ადგილს.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია