შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისელმა ჰოკეისტმა ქალებმა ფინელები დაამარცხეს

სპორტი
 18 თებერვალი 2019

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგოებმა, რომლებიც "ჩელენჯ II" ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. 

პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური "პორვო" ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი "ქუთაისმა" დანიური "კოპენჰაგენი" ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

,,ჩელენჯ 2'' ის გუნდებს შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო. ,,ქუთაისთან" ერთად ჯგუფში ფინური ,,პორვო", დანიური ,,კოპენჰაგენი" და სერბეთის ,,ბასკთ" ასპარეზობენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია