შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

13 ათასი პლასტმასის ჭიქა, 200 ლარის „ხლაპუშკა“ და წყლით „გაუმაძღარი“ ლანჩხუთის მერია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36347 
 18 თებერვალი 2019

რამდენი ათასი ლარის წყალს სვამენ გურიის მუნიციპალიტეტები ბიუჯეტის ხარჯზე?

 ასე თუ გაგრძელდა ალეკო სარიშვილს ნიაგარას ჩანჩქერი არ ეყოფა...

ვის ასაფეთქებლად შეიძინა ირაკლი კუჭავამ "ხლაპუშკები“ და რატომ ყიდულობს კოტე შარაშენიძე 13 ათას პლასტმასის ჭიქას?

გასულ 2018 წლისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 1234 ლარის სასმელი წყალი შეიძინა შპს სუფთა წყალისაგან, 2019 წლისათვის კი, ამავე კომპანიისაგან 3600 ლარის ღირებულების სასმელ წყალს შეიძენს.

 როგორც ირკვევა, ლანჩხუთი მუნიციპალიტეტმა იანვრის თვეში 500 ლარის ღირებულების წყალი შეიძინა - 50 ცალი 19 ლიტრიანი წყლის ბოცა500 ლარის ღირებულების 950 ლიტრი წყალი მხოლოდ ზამთარში მოიხმარა და სავარაუდოდ ეს ციფრები მოიმატებს ზაფხულის ხვატში.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ის, 2019 წელს ამავე კომპანიისაგან 1800 ლარის ღირებულების წყლის შეძენას გეგმავს, ლანჩხუთლებისაგან განსხვავებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ამავე კომპანიისაგან 13 000 პლასმასის ჭიქის შეძენაზეც გააფორმა კონტრაქტი ღირებულებით 330 ლარი.  

რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ამ მუნიციპალიტეტში წყალს სავარაუდოდ ცოლიკაურს ამჯობინებენ და ამიტომ წყლის შესყიდვა ჯერ ჯერობით არ განუხორციელებია. თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოs ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ, მიმდინარე წელს, 200 ლარის ღირებულების ასაფეთქებელი ნივთიერება შეიძინა. ვის და რატომ "აფეთქებს" ჩოხატაურის მერი, ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან ხელშეკრულებაში, რომელიც მერიის დაფინანსებულმა "ერთ -ერთმა "კულტურულმა" ()იპმა" გააფორმა, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე კონკრეტული საუბარი არ არის. იმედია კუჭავა 200 ლარის "ხლაპუშკას" არ შეიძენდა იმ სოციალური სიდუხჭირის ფონზე, რის გამოც აღნიშნული მუნიციპალიტეტის რამდენიმე მოსახლე ჯერაც უსახურავო და უიატაკო სახლებში, ზოგიც კიდე ხეზე ცხოვრობს.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია