შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხაზარაძეს ვურჩევ, ზარალის ანაზღაურებისთვის ქართულ სახელმწიფოს უჩივლოს" - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36399 
 19 თებერვალი 2019

განაცხადა პოლიტოლოგმა  გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". შეგახსენებთ, 14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო

"ხაზარაძეს ვურჩევდი ერთ რამეს, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მე ვფიქრობ, რომ ზიანის ანაზღაურებაზე სერიოზული სარჩელი უნდა შეიტანოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ ასეთ რაღაცაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. ანაკლიის პორტის პაკეტი ახლა რომ დაიშალოს, ვინ აანაზღაურებს ამ ზარალს ქვეყნისთვის. გავანებოთ თავი ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და სხვებს" - განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება