შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წელს მანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების ფაქტზე 161 ჯარიმა დაიწერა

სამართალი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36429 
 20 თებერვალი 2019

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადადგებისთვის 161 ჯარიმა დაიწერა, ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან - 120 ლარის ოდენობით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია